„როგორ შეიძლება ანზორ ბურჯანაძის სიძე და ნინო ბურჯანაძის მეუღლე პატიოსანი იყოს“?

„დრონი.ჯი“-მ ექსკლუზიურად თქვენთვის აკინძა ის „მარგალიტები“, რომლითაც ბადრი ბიწაძეს მისი დღევანდელი პოლიტ-მეგობრები ასწორებდნენ მიწასთან.
შალვა ნათელაშვილი: ბადრი ბიწაძესაც მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულობებისათვის, რასაც მეუღლის წაქეზებით თუ თავისი ინიციატივით აშავებდა წლების მანძილზე. ბადრი ბიწაძეს ჩააბარეს საზღვრის დაცვის სფერო და ეს არის ნაკრძალი, იქ დიდი ფული კეთდება და არავის ახედებენ ბიწაძეები და ბურჯანაძეეები შიგნით.
გიორგი გუგავა: მაშინ როცა ზოგს პურის ფული არა აქვს ბადრი ბიწაძე საზღვრის დაცვის ვეტმფრენებით ჯიხვებზე და ირმებზე ნადირობს უძვირფაფსესი თოფებით. ეს თოფებიც იმ კორუფციის ნაწილია რითაც ბურჯანაძეების ოჯახი სულდგმულობს.
დავით ზურაბიშვილი: ბადრი ბიწაძის უწყება არაფერს აკეტებს საზღვრების დემარკირებისათვის. მგონი ეს სამსახური მას გასართობად უბოძეს, საზღვრის ყველა მონაკვეთი დარღვეულია და ვისაც არ ეზარება იტაცებს ქართულ მიწებს.
ლევან ბერძენიშვილი: ბადრი ბიწაძე, მოვა დრო და აგებს ბევრ რამეზე პასუხს. პროკურორის მოადგილე რომ იყო იქიდან დაიწყება - არაერთი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, მოეკითხება პასუხი.
დავით გამყრელიძე: ქვეყანაში შემოედინება დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთი, ეს კარგად იცის ბადრი ბიწაძემაც და საბაჟო სამსახურმაც. თუ კორუფციული ინტერესი არა აქვს, მაშინ რატომაა ჩუმად?
მამუკა კაციტაძე: ბადრი ბიწაძე შევარდნაძის დროსაც მაღალ პოსტებზე იყო და ახლაც – მეუღლის წყალობით. რა იცის ეგეთი, ყველა მთავრობაში რომ შეუცვლელია?
შალვა ნათელაშვილი: უშუალოდ ბადი ბიწაზე და თემურ ალასანია არიან ჩართულნი „ჭიათურმანგანუმში“, მისი გაყიდვა უნდათ. კაპიკებად გაყიდიან ქაღალდზე და ათეულ მილიონებს გაიყოფენ ანუ ძვირად გაყიდიან და ბიუჯეტში შეიტანენ კაპიკებს.
ზვიად ძიძიგური: ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხალხს ქუჩაში ტოვებენ ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე. არ მითხრათ ახლა ვინც იქ მშენებლობა დაიწყო შემთხვევით აღმოჩნდა ბიწაძე და ბადრისთან კავშირი არა აქვსო.
თემურ საშიაშვილი: როგორ შეიძლება ანზორ ბურჯანაძის სიძე და ნინო ბურჯანაძის მეუღლე პატიოსანი იყოს? ის ისეთივე კორუმპირებულია როგორც მთელი მისი ოჯახი.
შალვა ნათელაშვილი: ბადრი ბიწაძეს, დავით გარეჯის უდაბნოში რომ დაუთმო მრავალსაუკუნოვანი მონასტერი მრავალკილომეტრიანი სასაზღვრო ზოლით აზერბაიჯანელებს, მარტო ამისთვის მოეკითხება აქაც და ღვთის სამსჯავროზეც. კიდევ უამრავი, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და სულ წვრილ-წვრილად დავუთვლით მუხლებითა და პუნქტებით თვითონ როგორც უყვარს ლაპარაკი.
სოსო შატბერაშვილი: ბადრი ბიწაძე ამქვეყნიურ არანაირ სიამოვნებას არ იკლებს ბიუჯეტისა და თავისი სიმამრის ხარჯზე. ნაპარავი მილიონების ხარჯზე. დადის ძვირადღირებული მანქანებით, ჰყავს პირადი დაცვა, ნადირობს საუკეთესო ნაკრძალებში ხან ვერტმფრენით და ხან ცხენებით, აქვს იარაღის ძვირადღირებული კოლექცია, არც ზამთრის კურორტს იკლებს, არც ზაფხულისას. იარაღზე რომ ეკითხებიან - ეს ამან მაჩუქა ეს იმანო – იძახის. ის ვერტმფრენი და საწვავი ვიღამ აჩუქა, რომლითაც ნადირობს და „წითელ წიგნში“ შეტანილ ჯიხვს, კავკასიურ ირემსა და სხვა იშვიათ ცხოველებს ანადგურებს?!


კომენტარი