შალვა ნათელაშვილი: რა იშოვა ასეთი კუკავამ...

„დრონი.ჯი“ აგრძელებს რუბრიკას – „მარგალიტები“. ამჯერად გთავაზობთ იმ გამონათქვამებს, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები, კონსერვატორ კუკავას თავზე ლაფს ასხავდნენ.
მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც დღეს კუკავას მზეს ფიცულობს, მაგალითად, ნუ ადრე ბურჯანაძე კუკავას მიწაში დებდა, დღეს მასთან ერთად მსჯელობს ხელისუფლების დამხობაზე, არეულობასა თუ რადიკალურ აქციებზე.
ირაკლი წერეთელი: სადაც მინდა იქ ვიტყვი რომ კახა კუკავამ რუსეთის აგენტები და ხელისუფლებასთან შეკრულები თავისთან, პარტიაში მოიკითხოს.
გიორგი გუგავა: კახა კუკავას ჩემხელა „ნაუშნიკები“ ეკეთა და შევარდნაძის სპეცსამსახურებში მუშაობდა. ახლა მიამიტად აცხადებს, არაო, დაცვის სამსახურში ვიავიო, მაგრამ სადაც უნდა იქ დავუმტკიცებ, რომ ოპოზიციას უსმენდა, ჩვენც მათ შორის.
შალვა ნათელაშვილი: კაი ახლა, კუკავა რა ჩემი საპირწონე ნახეთ, მაგის სულელურ გამონათქვამებზე ვაკეთო კომენტარები. ისე, როცა მაგ ბიჭს ბაგებში ერთ წელიწადში აშენებული ორ სართულიანი სახლი გაახსენეს, ენა ჩაუვარდა. საინტერესოა, რა იშოვა ასეთი კუკავამ ამ ადვოკატობით და თან მე მაგისი არც ადვოკატობა მწამს და გამიგია, რომ ასეთ პრესტიჟულ ადგილას ნაკვეთიც იყიდო, სახლიც აიშენ-გაარემონტო და თან ხელისუფლებას უკიჟინო იგივეს და უარესს რატომ აკეთებო?
გია თორთლაძე: კუკავამ თავის წარსულს გადახედოს და მერე ჩემზე ილაპარაკოს. ქვეყანამ იცის „ნაუშნიკები“ ეკეთა, ოპოზიციის ლიდერებს უსმენდა და ყოველდღე აბარებდა პატაკს უფროსებს.
რა ვიცი რა გითხრათ, აქ მორალზეა ლაპარაკი – ვისაც უსმენდა ისევ იმ ხალხმა შეიყოლა პარლამენტში, ახლა ოპოზიციაშია. ამდენი მოსმენებითა და „რაპორტების“ წერით ეტყობა აირია ეგ კაცი.
ჯონდი ბარათურია: კახა კუკავას ახლა სჭირს მძიმე დეპრესიულ-ნევროზული აშლილობა და იმედია მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან.
გია თორთლაძე: რა კუკავას საქმეა პარლამენტში შევალ თუ ამერიკის კონგრესში? მაგან თავის „ნაუშნიკებს“ და წარსულს მიხედოს. მე უკან გახედვის არ მეშინია.
გოგა ხაინდრავა: ვინ არის კახა კუკავა?
თინა ხიდაშელი: შევალთ თუ არა, ოპოზიციურ გაერთიანებაში და რა ფორმით მოხდება ეს მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადასაწყვეტია და არა კუკავასი. მაგან თავის პარტიას მიხედოს ჩვენ ჩვენსას როგორმე მივხედავთ.
ნინო ბურჯანაძე: კახა კუკავას დემაგოგიურ და პროვოკაციულ გამონათქვამებზე კომენტარს არ გავაკეთებ.
ფიქრია ჩიხრაძე: კახა კუკავას უსაგნო ლაყბობას უჯობს რეალურად დაიცვას იმ ხალხის ინტერესები პარლამენტში ვისი კვოტითაც მოხვდა იქ – ზვიად გამსახურდიას მომხრეებს გვულისხმობ.
პაატა დავითაია: როგორმე კუკავას რეკომენდაციის გარეშე გადავწყვეტ შევალ თუ არა პარლამენტში, მან თავის საქმეს მიხედოს, მე ჩემსას მივხედავ.

კომენტარი