სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინური იარაღი პლანეტას კოსმოსიდან ემუქრება

ამერიკელი სპეციალისტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის მიერ კოსმოსური სივრცის ათვისებას. 2011 წლის მეორე ნახევარში, ჩინეთი გლობალური ეროვნული ორბიტალური სადგურის პირველ კომპონენტებს შექმნის. სადგურის დასრულება კი 2020 წლისათვის იგეგმება. ამის შემდეგ მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ქვეყანა მარსის მიმართულების „ათვისებას“ დაიწყებს.

ერთი შეხედვით, საქმე წმინდად სამოქალაქო პროექტს ეხება. თუმცა ამერიკელები შიშობენ, რომ ჩინელები მათ პასუხს გასცემენ 2010–11 წლებში ამერიკული კოსმოსური აპარატის X-37 – ის გასაიდუმლოებული ფრენების გამო. პერსპექტივაში კი, შეუძლებელია, მსოფლიო ისეთი კოსმოსური პროგრამების განხორციელებას გაექცეს, რომელიც კოსმოსის მილიტარიზაციისათვის და თავდასხმებისთვისაც იქნება გამოყენებული.

სპეციალისტების აზრით, ჩინეთისთვის კოსმოსური მილიტარიზაციის ტრამპლინად კი, ორბიტალური სადგურის ექსპლუატაცია შეიძლება გახდეს. უნდა ითქვას, რომ თანამგზავრ „დუნფან ხუნ–1“ – ის 1970 წელს პირველი წარმატებული გაშვების შემდეგ, ჩინეთის კოსმოსური პროგრამა სწრაფად განვითარდა და ამერიკულს მიუახლოვდა. ჩინეთმა არა მხოლოდ თავისი შესაძლებლობები აჩვენა, არამედ, უკანასკნელ წლებში, ღიად განაცხადა, რომ მზადაა კოსმოსური სივრცის ასათვისებლად.

2007 წლის 11 იანვარს პეკინმა პირველად გამოსცადა თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღი თავის ძველ მეტეოთანამგზავრზე „ფენიუმ–1ცე“ – ზე და თავისი შეძლებლობების დემონსტრირება კოსმოსური ობიექტების მცირე ორბიტებზე აფეთქებების განხორციელებით მოახდინა. ეს გამოცდა ნახევრად გასაიდუმლოებულად ჩატარდა, რამაც უცხოეთში, განსაკუთრებით აშშ–ში, დიდი დაინტერესება გამოიწვია.

სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც უკანასკნელ 10 წელიწადში უკვე მრავალჯერ გამოთქვა უკმაყოფილება ჩინეთის მიერ კოსმოსური იარაღის განვითარების შესახებ, მკაცრად გააკრიტიკა მოწინააღმდეგე და გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.

ამერიკის კვლადაკვალ, ჩინური გამოცდა აშშ–ის პარტიორებმაც განიხილეს: იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა აზიელ კონკურენტს მეტი გამოჭირვალობა მოსთხოვეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავად ამერიკელები აქტიურად ცდილობენ კოსმოსის ათვისებას სამხედრო მიზნებით. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ექსპერტების აზრით, პლანეტას უქმნის საფრთხეს. თუმცა, ჩინეთი აცხადებს, რომ ის ყოველთვის კოსმოსის მშვიდობიანი მიზნებით ათვისების მხარდამჭერად გამოდის.

მიუხედავად ამისა, ჩინელები თავისი კოსმოსური, თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღის განვითარებას აქტიურად აგრძელებენ. ანალიტიკოსების აზრით, ჩინური კოსმოსური ტექნოლოგიების ხანა, პერსპექტივაში, ახლო მომავალში დადგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100