გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან წავიდა

გიორგი თარგამაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს საზოგადოებას მსურს ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილება ქრისტიანდემოკრატიულო მოძრაობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და განხორციელდა ყველა პროცედრურის დაცვით. მის თაობაზე ინფორმირებულია როგორც მთავარი კომიტეტი, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქდმ-ს ყველა წევრსა და მხარდამჭერს და დავარწმუნო, რომ საზოგადოებრივ საქმიანობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებ, ცხოვრება ბევრ ალტერნატივას გვთავაზობს და ასევე ბევრია ისეთი სფერო, სადაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ჩემთვისაც უფრო საინტერესო და სასიამოვნო იქნება და ქვეყნისა და საზოგადოებისთვისაც გამოსადეგი.


შესაბამისად სადაც არ უნდა ვიყო, მთავარი ქრისტიანდემოკრატიული ღირებულებები: ქვეყნის თავისუფლება, სამართლიანობა და ადამიანის თანადგომა ჩემი საქმიანობის და მოქმედების მთავარი განმსაზღვრელი პრინციპები იქნება.

გიორგი თარგამაძე
15 მარტი, 2014 წელი.“ - ნათქვამია თარგამაძის განცხადებაში

კომენტარი