სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი: სანთლით ვეძებ კვალიციფიციურ კადრებს

სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია არაკომპეტენტური ხალხით. მანვე განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში ძალიან ბევრი საერთოდ არ არის განათლებით ეკონომისტი. მანვე პრემიერს შეკითხვა დაუსვა თუ როგორ დაეხმარება მიზნის მიღწევაში ის ხალხი, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან.
"საჯარო სამსახურის რეფორმა დავიწყეთ ჩვენ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. მოხდება ამ არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლება. თუმცა ეს ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამას სჭირდება თანმიმდევრულობა. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება და უნდა მოხდეს სამინისტროებში ფორსირებულად სტაჟიორების შესვლა. როდესაც ნიჭიერი ადამიანი შევა სამინისტროში, მას კონკურენციას ვერ გაუწევენ და გამოჩნდება ვინ არის არაკომპეტენტური. სანთლით ვეძებ კვალიციფიციურ კადრებს. საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ არჩევანის წინაშე დადგა – ბიძინა ივანიშვილთან დაეწყო მუშაობა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი თქმით, სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ არჩევანი ბიძინა ივანიშვილზე გააკეთა.
"მე, მაშინ როდესაც ვსწავლობდი თსუ-ში, ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. ვუყურებდი, რომ ვამთავრებდი უნივერსიტეტს მაგრამ რეალური პერსპექტივა არ ჩანდა თუ სად უნდა დამეწყო მუშაობა და ა.შ. შემდეგ წავედი საფრანგეთში და ჩამოსვლის შემდეგ ვეძებდი სამსახურს. ახალი მომხდარი იყო რევოლუცია და ბედმა გამიღიმა და ორი არჩევანი მქონდა მუშაობის დაწყების – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან ბიძინა ივანიშვილის კერძო სტრუქტურაში. არჩევანი გავაკეთე მეორეზე და მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100