პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და რას ვერ დამალავენ არჩევნების შემდეგ?

"სახალხო კრების" ხელმძღვანელი, თემურ შაშიაშვილი მოითხოვს რომ პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარ გამოიკვლიონ " ახლა ექიმებმა ეს ინფორმაცია უნდა დაადასტურონ, ან კიდევ უარყონ.

თემურ შაშიაშვილი: „ახლა ექიმებმა ეს ინფორმაცია უნდა დაადასტურონ, ან კიდევ უარყონ. მათ თვითონ იციან, კონკრეტულად ვისზეა ლაპარაკი. მე ვისურვებდი, რომ უარყონ და ეს იყოს ტყუილი. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, ვის ფეხი სტკივა და ვის – კბილი, აქ ლაპარაკია ნევროლოგიის მიმართულებით ავადმყოფობაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული, რომ მსგავსი არაფერი არსებობს. რაც სააკაშვილთან დაკავშირებით მოგვივიდა, ეს უკვე ფაქტია, ვერსად ვერ გავექცევით. ამ ინფორმაციას მაინც ვერავინ ვერ დამალავს და არჩევნების შემდეგ უფრო გააქტიურდება. მე ვლაპარაკობ არა იმაზე, რომ ახლა ჩატარდეს გამოკვლევები, არამედ იმაზე, რაც დევს სამედიცინო დაწესებულებებში."-აცხადებს "თეთრების" ლიდერი გაზეთ " ალიასთან საუბრისას.

კომენტარი