სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნადირაშვილი: ეს იყო აბსოლუტურად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პრაიმერიზის შედეგები შეაჯამა და ზოგადად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ეს იყო აბსოლუტურად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. დღემდე ასეთი ფორმით საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენა არ მომხდარა. შიდა დემოკრატიის განვითარების კუთხით, პარტია ემზადება სერიოზული ცვლილებების განსახორციელებლად და ალბათ, ამის თაობაზე ძალიან მალე შეიტყობთ. ჩვენ უკვე დავასახელეთ ჩვენი კანდიდატი, დავით ბაქრაძე და სწორედ ის იბრძოლებს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100