სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე აფასებენ ნაცმოძრაობაში, პარტიიდან კოკი იონათამიშვილის წასვლას

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატმა, კოკი იონათამიშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, მან საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეოობით გაასაჯაროვა. იონათამიშვილის წასვლა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეაფასეს.

გიგი უგულავა: მე მასთან მქონდა საუბარი, რამდენიმე დღის წინ. ვთვლი, რომ მან მისთვის შესაძლოა პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და მან ამით სარგებელი ნახოს. ასევე ვთვლი, რომ ეს საქციელი ამ სიტუაციაში თუნდაც მეგობრული , თუნცად კოლეგიალური კუთხით არასწორი და რბილად, რომ ვთქვათ მორალთან მწყრალია.

დავით დარჩიაშვილი: მან ვერ გაუძლო იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ზოგადად პარტიის და კონკრეტულად, მერიაში პარტიის წარმომადგენლების მიმართ სისტემატიურად ხორციელდება, ალბათ ჩათვალა, რომ საკუთარი პიროვნული კარიერული, სოციალური კომფორტისთვის, ეს გადაწყვეტილება იყო საჭირო. ჩვენ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავთ.

საყვარელიძე: სამწუხაროდ, ამ მასშტაბის ტერორს ბევრი ადამიანი ვერ უძლებს, ბევრს ნებისყოფა აქვს, ბევრს - არა, ზოგის ფასეულობები რაღაც ბზარსაც განიცდის. ამიტომ ეს კოკის არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვინც, როცა ზურგს უკან გიდგას, იმედი გაქვს, რომ არავითარი ტრაგედია ამაში არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100