ირაკლი კაკაბაძე დაკავებებზე - რა საჭირო იყო ეს ცირკი?

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ფინანსური პოლიციის მიერ მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს.

"ფინანსური პოლიციის შეფს უნდა მოეთხოვოს პასუხი ამ უკანონო ქმედებებისთვის! - რა საჭირო იყო ეს ცირკი? საერთოდ, გასარკვევია რატომ ნიშნავს ეს ახალი მთავრობა ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ზონდერ შეფს გორის რაიონში ფინანსური პოლიციის უფროსად?! (როგორც ამბობენ ბერას პროდუსერის ნათესავიაო და პირადი ნაცნობობით დანიშნესო) რაც გუშინ გააკეთა ფინანსურმა პოლიციამ არანაირად არ განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის პოლიტიკისგან. ეს მიუღებელია ყველასგან!", - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარი