სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მურმან დუმბაძე ახალ სკანდალში ეხვევა - რაში ადანაშაულებენ ვიცე სპიკერს?

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ერევა - ამის შესახებ ხულოს გამგებლის მოადგილე თამაზ აბაშიძე საუბრობს. აბაშიძე ვიცე-სპიკერს ასევე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მფარველობაში სდებს ბრალს. მხარეები ერთმანეთს ღიად , მურმან დუმბაძის ხულოში სტუმრობის დროს დაუპირისპირდნენ.

თამაზ აბაშიძის განცხადებით დუმბაძემ გამგეობის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. კონფლიქტი ხულოს გამგეობაში მიმდინარე ატესტაციისას კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის ყოფნას უკავშირდება, რამაც დუმბაძის გაღიზიანება გამოიწვია-აცხადებს თამაზ აბაშიძე.

გამგებლის მოადგილესა და მურმან დუმბაძეს შორის დაპირისპირების ფაქტს კოალიცია ,,ქართული ოცნების” ხულოს რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი სულხან კოჩალიძეც ადასტურებს. მისივე განცხადებით დაპირისპირებაში მურმან დუმბაძის პირადი მძღოლიც ჩაერთო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100