სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპარლამენში საქართველო გააკრიტიკეს. როგორ იმართლა თავი უსუფაშვილმა?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო ევროპარლამენტის დეპუტატები ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ.

მერაბიშვილის არასათანადო პირობებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში თავის მართლება მოუწია.

შეკითხვები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საგარეო კურსსა და დაკავებული მაღალჩინოსნების საკითხს ეხებოდა. დეპუტატებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების ფაქტი უკრაინის პრემიერმინისტრის დაკავების ფაქტს შეადარეს და აღნიშნეს, რომ იულია ტიმოშენკო საპატიმროში ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მერაბიშვილი.

„როგორც ვიცით, პატიმრობაში ყოფილი პრემიერმინისტრი იმყოფება და ის ტელევიზორს ითხოვს. შეიძლება თუ არა პარალელი გავავლოთ ტიმოშენკოსთან, იმ განსხვავებით, რომ მას ციხეში უკეთესი პირობები აქვს? საქართველოში მთავრობა შერჩევითი სამართლის გზას დაადგა, სახეზე გვაქვს მერაბიშვილის საქმე, რაც ცდება წითელ ხაზს, ვითარება გაურესებულია. თქვენი განცხადებები ევროპულ არჩევანზე სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა არაა დამაჯერებელი არსებულ ფონზე. საქართველოს მთავრობა და სასამართლო სიტემა არღევევს დემოკრატიულ სტანდარტებს: თუ თქვენ აპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერს, ამით ართმევთ ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლებას. თუ არ შეიცვლება შერჩევითი სამართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოცირების შეთანხმება გაქრება. მე როგორც თანამომხსენებელი რეკომენდაციის მიცემას ვერ შევძლებ საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებაზე, თუ სიტუაცია ვილნიუსის სამიტამდე არ შეიცვალა,"- მიმართეს ევროპელმა დეპუტატებმა უსუფაშვილს.

უცხოელი დეპუტატების კრიტიკას პარლმანეტის თავმჯდომარემაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მართველი გუნდი სამართლიანობის აღდგენაც ცდილობს.

უსუფაშვილი: „თუ თქვენი რჩევა ასეთია, რომ ვაპატიოთ, მოგვეცით მეორე რჩევაც, რას ნიშნავს სამართლიანობა. შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი დისკუსიიდან ერთი გაკვეთილი მივიღე: ეს არის შერჩევითი პოლტიკური სამართალი, ბატონმა დეპუტატმა ეს კარგად განმარტა, შერჩევითი პოლიტიკური სამართალი შესაძლოა, მარტო საქართველოში არ იყოს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ საქართველოშია, მე ვიღებ გაკვეთილს და ვურჩევ ჩემს კოლეგებს რომ ის არასოდეს გამოიყენონ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100