სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავითაშვილი: მაპატიეთ და, ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, დასავლეთის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება. კობა დავითაშვილს მიაჩნია, რომ დასავლეთი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას უფრო დაუჭერს მხარს, ვიდრე ივანე მერაბიშვილის უფლებას. გარდა ამისა, პარლამენტარი აცხადებს, რომ მას ფეხებზე ჰკიდია დასავლეთის შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და მისთვის პრიორიტეტი სამშობლოა.

"ჩემი ფანტაზია ისე შორს არ მიდის, რომ ვანო მერაბიშვილი სექსუალურ უმცირესობას მივაკუთვნო, მაგრამ ნაძლევს დავდებ, რომ მას ისე აქტიურად არ დაიცავენ, როგორც სექსუალურ უმცირესობას... რაც შეეხება დასავლეთის შეფასებას 17 მაისის მოვლენებზე, რომ ჯერ კიდევ არ ვართ მზად ევროკავშირში შესასვლელად, - ჩვენ არასდროს ვიქნებით მზად, შევეგუოთ სექსუალური უმცირესობის აშკარა გამოვლინებას. მე არ მსურს, ჩემი შვილები მათი მორალით აღიზარდონ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი მორალი უკეთესია, მაგრამ ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია. 100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... მაპატიეთ და, ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ ის, რაც იმ დღეს მოხდა, ქართველობაში არ ჯდება. მე არც ამსტერდამი მინდა, არც ირანი, არც რუსეთი და არც ამერიკა, - საქართველო მინდა, მაგრამ სირცხვილია, როდესაც მღვდელი დედას იგინება და ვიღაცას საცემად მისდევს. დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია... - აცხადებს კობა დავითაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100