ჩიორა თაქთაქიშვილი: ხელისუფლება აგონიაშია!

ხელისუფლება აგონიაშია, ასე იწყება პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ხელისუფლება აგონიაშია!!! პროკურატურამ რომ ამ აბსურდულ ბრალდებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გასასამართლებლად, იძულებული გახდა ნანა კაკაბაძის "პოლიტპატიმრებისთვის" ეთხოვა დახმარება!

თან ტყუილად ხომ არ დაემთხვა ერთმანეთს კაკაბაძე-ბურჯანაძის "ძალად" ყრილობა და ამ ბრალდების გამოცხობა?!

ვინ, თუ არა აგონიაში მყოფი, უუნარო ხელისუფლება იქცევა ასე!!
ამ ხელისუფლებას რისი უნარიც აქვს, სრულიად სამარცხვინოდ და ათობით ადამიანის ჯანმრთელობის და კიდევ ასეულობით ადამიანის უსაფრთხოების ხარჯზე ვნახეთ 17 მაისს და შემდეგ დღეებში.

როგორც ჩანს, ახლა მთავარი ამოცანა მოსამართლეების დაშინებაა. "ხალხი ითხოვს მერაბიშვილის დასჯას" და "ვინც მკვლელს ამართლებთ, თქვენც პასუხი მოგეთხოვებათო", დაახლოებით ასეთი შინაარსის პლაკატები ქონიათ კრიმინალებს. რას ნიშნავს ეს, თუ არა ქუთაისის სასამართლოს მოსამართლეებზე პირად და ძალადობრივ მუქარას?! თან იმ პირობებში, როდესაც 8 თებერვლის და 17 მაისის ძალადობაზე დღემდე არავის უგია პასუხი და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს მელორ ვაჩნაძე ითავსებს?“-წერს ჩიორა თაქთაქიშვილი

კომენტარი

×