კანდელაკი ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის მხილებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გადაყენების და დაკავების ფაქტს მისასალმებელს უწოდებს. განცხადება გიორგი კანდელაკმა „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მისივე თქმით, მიუხედავად ამ პრეცედენტისა ლეგიტიმური კითხვები მაინც არსებობს და ამ ყველაფერს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. გუშინდელი დღის კულმინაციად იქცა შინაგან საქმეთა მინისტრის გელა ხვედელიძის დაპატიმრება. თავისთავად ის, რომ მაღალი თანამდებობის პირი აშანტაჟებდა მედიის წარმომადგენელს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით და ის, რომ ამ კადრების გავცელების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა და ღარიბაშვილმა გაათავისუფლა მისი მოადგილე არის მისასალმებელი და კარგი. მიუხედავად ამისა რჩება კონკრეტული ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ მთელი ამ ხსნის განმავლობაში რატომ ცდილობდა პრემიერ მინისტრი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რატომ აფარებდა ხელს ბატონ ხვედელიძეს და გადათქვამს თუ არა პრემიერი კიდევ ერთხელ მის პირველ მოსაზრებას, ისევე როგორც ეს მას არერთხელ გაუკეთებია. ამავე დროს თუ სანდოა ამ ჟურნალისტის მიერ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის მხილება, კერძოდ ხვედელიძისა, რატომ არ არის მის მიერვე სხვა პირების კერძოდ ნაცვლიშილისა და ხუხაშვილის მხილება სანდო. სამივე ამ პიროვნებას თანაბრად დაადო მას ხელი.“ განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარი