სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხელისუფლებას ვაფრთხილებდით - შევარდნაძის კადრები ფულის მოპარვას არ მოეშვებიან"

,,მე ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას 80 მილიონის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში და მოვითხოვ, რომ ეს ფული დაუბრუნდეს ქართველ გლეხობას".
ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მერაბიშვილის თქმით, აღნიშული 80 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის პროგრამიდან იქნა მოპარული, რის თაობაზეც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ კვირის წინ განაცხადა.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, უფრო მეტიც, ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გვქონდა 1000 ლარიანი ვაუჩერი, და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი სოფელს დაეხმარებოდა. თუმცა ხელისუფლებამ იმთავითვე დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომები, არ გაითვალისწინა ხალხის და მათ შორის ჩვენი რჩევები, ჩვენ ვთავაზობდით, რომ გლეხებს ჰქონოდათ საშუალება ამ სასოფლო-სამეურნეო ბარათების ბანკში განაღდებისა და თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციებს და იმ გაუგებრობას, რომელიც ამას მოჰყვა და ავიცილებდით იმას, რომ საქართველოში პრაქტიკულად განსხვავებული ფასები ჩამოყალიბდა ბარათით შეძენილ ინვეტარსა და ბაზარზე არსებულ ნივთებს შორის", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პარლამენტში დაიწყებს აქტიურ მუშაობას მომდევნო კვირიდან და როგორც საკომიტეტო მოსმებნებზე, ასევე ფრაქციულ შეხვედრებზე მოიწვევს მთავრობის წარმომადგენლებს. მერაბიშვილმა პარტიის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელსაც ,,ნაციონალები" ხელისუფლებას სთავაზობენ.

,,ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის დანაკარგი, 80 მილიონი რომელიც იქნა დატაცებული და ქართველი გლეხებისგან წართმეული, საკომპენსაციოდ, თუნდაც საშემოდგომოდ, თითოეულ ოჯახზე 120 ლარიანი ვაუჩერი დარიგდეს, ოღონდ ამ ბარათზე მაინც დაშვებული იქნას, რომ ბანკში შესაძებელი იყოს ამ ფულის განაღდება", - განაცხადა მერაბიშვილმა .

მერაბიშვილმა სოფლის მერუნეობის სამინისტროში გამოვლენილ კორუფციულ სქემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი დანაშაული შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ პოსტებზე დააბრუნა, მოსალოდნელიც იყო .

,,შევარდნაძის ყოფილი უკვე დავიწყებული გმირები გამოჩნდნენე და ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ არ შეიძლება ძველი კადრების დაბრუნება, იმიტომ რომ ისინი არ მოეშვებიან ფულის მოპარვას, დაშინებას, შანტაჟს და თქვენ იცით, რომ ამ მაქინაციაში ჩაფლული სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობის გარდა იყვნენ ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ცნობილი ლეგენდარული ალავიძის მეთაურობით და მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გამოიჩენს პრინციპულობას და ბოლომდე მიიყვანს საქმეს", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100