იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი კახი კალაძე?

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი კახი კალაძე იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "პრაიმ ტაიმი" აქვეყნებს. გაზეთის ინფორმაციით უკვე დასახელებულ და გაჟღერებულ ფიგურებს შორის ყველაზე ახლოს ივანიშვილის მოთხოვნებთან კახი კალაძე დგას.
გთავაზობთ "კოალიცია" ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებს, რომელიც მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაზეთ "პრაიმ ტაიმს" მისცეს.

ირინა იმერლიშვილი(კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი): "ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია პარტიის პოლიტსაბჭო სადაც ამ საკითხებზე გვექნებოდა მსჯელობა. პრემიერთან თუ შეიკრიბნენ პარტიის ხელმძღვანელი პირები ეს ჩემთვის უცნობია. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი კახი კალაძე რომ არის ვიცი მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება თუ იყო მიღებული არ ვიცოდი".

ელისო ჩაფიძე (კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი): "ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მე პირადად კახი კალაძის კანდიდატურას მივესალმები, თუმცა ბევრი ღირსეული კანდიდატია. განსაკუთრებული სიყვარული მაქვს კახის მიმართ. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვინც გვერდით დამიდგა აჩევნებში და მე მას გვერდით სიამოვნებით დაუდგებოდი. ნებისმიერი კანდიდატი ვინც არუნდა იყოს "ქართული ოცნებიდან" ჩემთვსი იქნება მისაღები. კახი არის ის ადამიანი ვინც ყველას უყვარს და ყველასთავის მისაღებია. კალაძეს რომ ძალიან დიდი შანსი აქვს არასვისთვსი არ წარმოადგენს სიახლეს".

გოგი თოფაძე: "ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატზე არ არის მირებული. მაგრამ კახი კალაძეს ყველა მხარს დაუჭერს. ეს შედეგიანი კაცია, მან ძალიან მალე ვიცე-პრემიერის პოსტზე ბევრი რამ გააკეთა და დაგვანახა რომ შეუძლია ემსახუროს ქვეყანას.
-ბატონო გოგი ცნობილია რომ კოალიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას უნდოდა პრეზიდენტობა, შესაძლოა თუ არა ამან დაპირისპირება გამოიწვისო კოალიციაში?
-რა მნიშვნელობა აქვს ვის უნდოდა პრეზიდენტობა,შეიძლება ხუთი იყოს კარგი კანდიდატი, თქვენ მკითხეთ კალაძეზე და მე გპასუხობთ ამაზე".

ლევან ბერძენიშვილი: "შესაძლოა ამ საკითხზე ვინმე საქმის კურსშია მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მე ამ განხილვენში არც უნდა მიმეღო მონაწილეობა და არც მიმიღია".

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზოო კომენტარში აღნიშნა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს მაისში დაასახელებს.

კომენტარი