სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ საჯაია: პრემიერმა მართლაც მოახერხა და გააოცა ევროპა

"საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მართლაც მოახერხა და გააოცა ევროპა", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატი მარიამ საჯაია.

"პრემიერი ევროსაბჭოში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკა გახდა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის და 2008 წლის ომის დაწყების საფუძველი. ამით ის ამართლებს მტრის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამას ქვია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება," –ამბობს საჯაიამ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გუშინ წარსდგა, მან რუსული აგრესიის განხორციელება საქართველოში პრეზიდენტის შეცდომებით ახსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100