სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ!

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ და როგორ მეყვარებით ყოველთვის." - ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, დღეს რუსთაველის გამზირზე.

მიხეილ სააკაშვილი: მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში თანამდებობების დასაკავებლად ან ოფიციალურ სამიტებზე სასიარულოდ, არც პრივილეგიებისთვის მოვსულვარ. მე მოვედი იმიტომ, რომ მიყვარხართ თქვენ. მე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და თქვენთვის მოვკვდები.

ბოლო 7 თვე თქვენ გაპატიმრებდნენ, ხელებს გიგრეხდნენ, სამსახურებიდან გაგდებდნენ, გამცირებდნენ, კუთხეში გამწყვდევდნენ და თქვენ მაინც მოხვედით, ჩვენ მაინც ბევრნი ვართ, მაინც ერთიანები ვართ. იმიტომ, რომ არის ერთი რამ, რაც სამწუხაროდ ბევრს არ ესმის, არ ესმით, რომ ყველაფერი ფულზე არ იცვლება, ყველა ადამიანი არ შინდება.

ჩვენ სკამებისთვის საბრძოლველად, ჯიპებისა და მივლინებისთვის არ მოვსულვართ. ჩვენ ღირსებისა და სამშობლოს დასაცავად მოვედით და ეს არის მთავარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100