„ხვალინდელი დღის ბუნდოვანმა შეგრძნებამ და დღევანდელი დღის გაურკვევლობამ მოგვიყვანა აქ“

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მიერ პასუხგასაცემ კითხვებსა და მომავლისკენ სვლის ნაღდ გარანტიებზე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია თევდორაძემ

გია თევდორაძე: მიუხედავად ამ ბოლო დროს არსებული ბარიერებისა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება.

მინდა მოგმართოთ, როგორც შვილების მამამ, რომელიც თვლის, რომ თავისი შვილების ღირებულებები ევროპულ ღირებულებეზე გადის. ჩვენ ხვალინდელი დღის ბუნდოვანმა შეგრძნებამ და დღევანდელი დღის გაურკვევლობამ მოგვიყვანა აქ. ჩვენ იმან მოგვიყვანა აქ, რომ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: რა პერსპექტივა აქვს ევრო-ატლანიკურ მიღწევას, თუ ჩვენი ხელისუფლება ყოველდღე დაგვაშორებს ამ დიდი ბრძლით მიღწეულთან. კიდევ ვერ მივიღე პასუხები ბევრ კითხვებზე და მინდა თქვენთან ერთად მივიღო პასუხები ამ მათზე.. მომავლისკენ სვლის ნაღდი გარანტია ჩვენი ერთად ყოფნაა, რომელიც ასე აშინებს მტერს და ასე მოსწონს მოყვარეს.

კომენტარი