„დღეს ნაციონალური მოძრაობა „შეცდომებზე ნასწავლი“ ახალი განახლებული მოძრაობაა“

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, ქართული ოცნების ფუჭ დაპირებებსა და ახალი ეროვნულმოძრაობის მიზანზე გაამახვილა ყურადღება ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ბაქრაძემ

დავით ბაქრაძე: ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, მე ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ პარტიულ წევრებს, აქ ხართ ყველა ის ადამიანი ვისაც გიყვართ ქვეყანა. მე ბევრი მიტინგი მახსოვს ამ ადგილას, მე დღეს ვარ ბედნიერი , რომ ათი ათასობით ანთებულ თვალებს ვხედავ აქ და მე ვხედავ იგივე თვალებს, რომლებიც 2008 წელს აქ, ამავე ადგილას იყო გამოსული და სამშობლოს სიყვარულით უძგერდა გული.

ჩვენ ამ ქვეყნის არეულობა არაფრად არ გვღირს, არ აქვს მნიშნელობა რომელ სკამზე ზიხარ, არამედ იმას აქვს მნიშნელობა როგორ ემსახურები შენს ქვეყანას.

6 თვე გავიდა არჩევნიდან, სად არის ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენს ხალხს დაჰპირდნენ? შეიცვალა რამე? ვინმე უკეთ ცხოვრობს? ყველა გეტყვის რომ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ამიტომ ვართ ჩვენ ასეთი კრიტიკულები.

ერთი წლის წინ, ამ დროს, რამდენი მშენებლობა იყო საქართველოში, ახლა სადმე შენდება რამე? რამდენი დასაქმებული ადამიანი დარჩა უმუშევარი? ამიტომაც სჭირდება ამ მთავრობას ძლიერი ოპოზიცია.

საქართველოს არ სჭირდება წარსულთან მებრძოლი მთავრობა, საქართველოს სჭირდება მთავრობა რომელიც უკეთეს მომავალს ააშენებს. ამიტომაც, ამ აქციით გვინდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც პასუხს მოსთხოვს მთავრობას, საქართველოს ახალი მოძროაბა სჭირედება, რომლის კურსიც იქნება ევროპისკენ.

თქვენ ახლა სახლში ზიხართ და ფიქრობთ აბა რა ვქნათ ისევ ნაციონალურ მოძრაობას დავუჭიროთ მხარი? დიახ უნდა დაუჭიროთ, იმიტომ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა არის შეცდომებზე ნასწავლი ახალი განახლებული მოძრაობა. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება რომლებმაც 8 წელიწადში შევქმენით საქართველოს სახელმწიფოებრიობა. გაიხედეთ უკან და დაინახეთ რა გაკეთდა, და ჩვენ გპირდებით იმას, რომ რაც ვერ გავაკეთეთ აუცილებლად გაკეთდება.

დავდგეთ ერთად გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს.

კომენტარი

×