სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“პრემიერის სამშობლოში არყოფნა რატომღაც 19 აპრილს დაემთხვა”

"რაღაც ზედმეტად ნერვიულობს ეს ჩვენი მთვრობა 19 აპრილისთვის, მინდა მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ვუთხრა, რომ 19 აპრილს განსაკუთრებული არაფერი არ ხდება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"რაღაც ზედმეტად ნერვიულობს ეს ჩვენი მთვრობა 19 აპრილისთვის, არაფერი არ ხდება. მე მინდა მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ვუთხრა, რომ 19 აპრილს განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ზოგიერთს თუ ეშინია და არ მინდა დავიჯერო ეშინიათ, არ არის საჭირო ყოველ დღე რაღაცის გამოქვეყნება, რაღაცის მოგონება, განცხადების გაკეთება, მოდით, მივხედოთ ხალხს დავკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ხალხს სჭირდება, თორემ ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრი საერთოდ გაემგზავრა საქართველოდან, დატოვა საქართველო. რატომღაც ეს დაემთხვა 19 აპრილს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, მუდმივად არის მცდელობა, რომ რაღაც ტალღები შეიქმნას, თავისთავად ვიღაც ხალხი გამოვა ქუჩაში პროტესტს გამოხატავს, თუ არ გინდათ, რომ ეს ხალხი ბევრი იყოს, ჩემი რჩევა იქნება მთავრობისადმი შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირებები, დაანებონ თავი სუვერენიტეტთან თამაშს თავი, პუტინთან რაღაც დამთხვეებს, ნუ ყრიან ხალხს სამსახურიდან, ნუ აწყობენ მხოლოდ ნათესავებს და ახლობლებს. მე ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100