სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხოშტარია: ეს უკვე აღარაა ომის გამოძიება, ეს....

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმაურება.
GRASS-
ის თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ მთავრობას ესმის, რომ სწორედ მას მოუწევს იმ პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებთან გამკლავება, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან გამომდინარეობს.

ასეთ შეფასებას ხოშტარია პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას აძლევს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთის ჯარი საზღვარს გადმოკვეთდა.

„ქართული ოცნებიდან“ კეთდება განცხადებები, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ICC მოთხოვნით 2008 წლის ომის გამოვიძიოთ და ეს ვთქვითო. გამოძიების ვალდებულება მართლაც არის, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმის წინასწარ დაანონსებას, რომ პრეზიდენტი დაიკითხება; ამ ვალდებულებიდან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ ომში პრეზიდენტის ან წინა მთავრობის ბრალეულობა უნდა დაადგინო. ჩვენ მთელი ეს წლები მშვენივრად ვთანამშრომლობდით ICC-სთან. ICC-ის ფარგლებში გამოძიება მთავრობის წინააღმდეგ კი არაა, არამედ ომის ფაქტზე, სადაც რუსეთის უამრავი ბრალეულობა გამოჩნდება. ამიტომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია გამოძიებისა. პრობლემა არის ახლა ამის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება და ქვეყნის გადაყოლება. წინასწარი განცხადება იმის შესახებ, რომ დამნაშავე იყო წინა მთავრობა და პრეზიდენტი ვალდებულებას და ნებისმიერ გამოძიებას ეწინააღმდეგება; მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მცდარი ფაქტების საფუძველზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსების შემოსვლამდე დაიწყო საომარი მოქმედებები, თან იმ სიტუაციაში, როცა არაფერი არ ხდებოდა და მხოლოდ ერთი კედელი დაინგრა, ეს აღარაა უბრალოდ ომის გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ანტისახელმწიფოებრივი პროცესი, რომელშიც შენს მთავრობას ადანაშაულებ და "აპრავებ" რუსეთის რიტორიკას იმის შესახებ, რომ ისინი მხოლოდ ოსეთის დასაცავად შემოვიდნენ. მოტივი მიშას სიძულვილია თუ რამე სხვა არ ვიცი, რაც არ უნდა იძახონ დღეს, რომ არ გვაინტერესებს ლავროვი რას ამბობსო, იმედია, მთავრობას ესმის, რომ სწორედ მათ მოუწევთ იმ პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებთან გამკლავება, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან გამომდინარეობს. ამასთან შედარებით კი ის ზიანი, რაც პიროვნულად პრეზიდენტს ან წინა მთავრობას მიადგება, მეორეხარისხოვანი ხდება“- აცხადებს ხოშტარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100