რატომ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი სტამბულის საავადმყოფოში?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულში მკურნალობს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის"ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა.

მიხეილ სააკაშვილი ანტალიიდან სტამბულში გადაიყვანეს. იგი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში რჩება, რის გამოც თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო. მიხეილ სააკაშვილი თურქეთში სამუშაო ვიზიტით 6 აპრილს გაემგზავრა.

კომენტარი