"ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე დღეს იქნა მიღებული.
არმაზ ახვლედიანის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა, მედიასთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

თეა წულუკიანმა დიდი პატივისცემა გამოხატა ახვლედიანის მიმართ და აღნიშნა, რომ მას შეუძლია ნემისმიერ ორგანიზაციის შიგნით წესრიგის დამყარება, ,,ის ამ მხრივ უკომპრომისოა".

,,ბატონი არმაზი წლების მანძილზე იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის შესანიშნავი ხელმძღვანელი და ეს შეფასება მე არ მეკუთვნის, ეს შეფასება ეკუთვნის იმ უცხოელ ელჩებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ", - განაცხადა წულუკიანმა.

არმაზ ახვლედიანი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია.

შეგახსენებთ, რომ ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1995-99 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში პარტია "აღორძინების კავშირს" წარმოადგენდა, 1999-2004 წლებში კი "მოქალაქეთა კავშირს".

კომენტარი