სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ფიქრობენ: რა უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა, რომ ძველი ხელისუფლების პოზიციები ისევ არ გამყარდეს

რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემასტოლეტიესათაურითსამხრეთ კავკასია: პრობლემები რუსეთისათვისსტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორიც - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრ კრილოვი იმ საშუალებეზე წერს, რომლებიც კრემლმა სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში თავისი პოზიციების გასამყარებლად უნდა გამოიყენოს. თუმცა, რუსეთის ახალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი მიმართულების - „რბილის ძალის გამოყენებისკვალდაკვალ, სტატიის ავტორი რუსულ ინტერესებსსაქართველოსთან დაახლოების მცდელობასარქმევს და იმაზეც წერს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ იმისთვის, რომარ მოხდეს ამჟამინდელი მთავრობის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გამყარება“.

სტატიის ავტორი კმაყოფილებით აღნიშნავს იმას, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ სიტუაციის განვითარების რუსეთისათვის ნეგატიური პროგნოზები არ გამართლდა. „თვით რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დასავლეთმა თავი შეიკავა მოსკოვთან კონფრონტაციისგან. კრემლისთვის ასე შემაშფოთებელმა - ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ და ამ ბლოკში საქართველოს სწრაფად შესვლამ თითქოსდა, ძველი აქტუალობა დაკარგა“ ამ ფაქტორებს კრილოვი აშშ-ში ადმინისტრაციისა და სამხრეთ კავკასიისადმი მისი პოლიტიკის შეცვლას და ევროკავშირსა და ამერიკაში ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ანუ როცა ევროპამ და ამერიკამ ვეღარ მოიცალა და ამდენად, „ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მოსკოვისთვის სასარგებლოდ ვითარდებოდა. რუსეთს მიეცა საშუალება მნიშვნელოვნად გაემყარებინა თავისი პოზიციები რეგიონში. ამ ამოცანის შესრულებისათვის მთავარ საშუალებად იქცა ფინანსური დახმარება და ხანგრძლივი პერიოდით რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება“ - წერს ავტორი და განმარტავს, რომ გულისხმობს არა მარტო რუსეთსა და სომხეთს, არამედ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის 49-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას, რომელთა გაგრძელებაც ავტომატურადაა შესაძლებელი.

„შედეგად რუსეთმა შეძლო აეგო პოტენციურ საფრთხეებზე რეაგირების სისტემა მეტნაკლებად პრობლემური სამხრეთ მიმართულებით. ამ ვითარებაში კრემლს შეეძლო სამხრეთ კავკასიაში თავისი ძველი ფორმულით ემოქმედა: სომხეთთან კავშირი, აზერბაიჯანთან პარტნიორობა და საქართველოს იგნორირება. თუმცა პირობითი სიმშვიდის პერიოდი სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის ძალიან მალე დასრულდა და ამის მიზეზი 2012-2013 წლებში რეგიონის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები გახდა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტიის მარცხმა ორხელისუფლებიანობის რეჟიმის შექმნა განაპირობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ურთიერთბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობასა და ძველ პრეზიდენტს შორის, რუსეთისათვის შეუძლებელი გახდა საქართველოს იგნორირების პოლიტიკის გატარება.

მოსკოვისთვის აუცილებელია, როგორღაც რეაგირება მოახდინოს იმაზე, რაც თბილისში ხდება, თანაც ისე, რომ ეს სასარგებლო იყოს იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში ძველი პოლიტიკის გადახედვის მომხრეები არიან. რუსეთის დიპლომატიისთვის და თბილისში ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეებისთვის მთავარი სირთულე ისაა, რომ ისინი ინარჩუნებენ ურთიერთგამომრიცხავ მიდგომებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, თუმცა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი ვერ იქნება წარმატებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის განხილვისა და ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოების გარეშე.

მანამდე რუსეთი და საქართველო ვერ აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს. შედეგად, მოსკოვს აქვს ძალზედ შეზღუდული შესაძლებლობები საქართველოსთან დასაახლოვებლად და იმავე მდგომარეობაშია თბილისიც. დადებითი რეზულტატი შეიძლება მოიტანოს რუსეთის ბაზრის გახსნამ ქართული სოფლის მეურნეობისთვის, რაც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზეც დადებითად აისახებოდა, თუმცა ეს, მათ შორის, ღვინის რუსულ ბაზარზე შეტანაც, ორმხრივ ურთიერთობებზე უმნიშვნელო ეფექტს მოახდენს.

ამ სიტუაციაში საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა დაანახოს რუსეთთან დიალოგის სწრაფი ეფექტი. მას, უბრალოდ, არ აქვს დრო განახორციელოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გრძელვადიანი პრგრამები. უფრო რთულია მსგავსი პროგრამებისთვის დაფინანსების წყაროების გამონახვა: ევროკავშირი და აშშ ეკონომიკური კრიზისის დასრულებამდე ვერ შეძლებენ საქართველოსთვის ახალი მილიარდების გამოყოფას. რუსეთი კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე - რაც უახლოეს წლებში ვერ მოხდება - ასეთ დაფინანსებაზე არ წავა. თუ საქართველოში უახლოეს მომავალში ვითარება არ გამოკეთდება, ეს, ამჟამინდელი მთავრობის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გამყარებას, ასევე რუსეთთან დიალოგის კურსის კომპრომეტაციას გამოიწვევს“ - ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100