სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქი ბიზნესმენი, რომელიც აჭარის ოკუპაციას ითხოვდა, კალაძის მოადგილედ ინიშნება

თურქი ბიზნესმენი, რომელიც 2008 წლის ომის დროს აჭარის ოკუპაციას ითხოვდა, კალაძის მოადგილედ ინიშნება, - სტატიას ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, კალაძის სავარაუდო მოადგილე თურქი ბიზნესმენი და ინჟინერი, ჰესების მშენებელი ორჰან ბოსკანია, რომელსაც კახა კალაძესთან მეგობრობა აკავშირებს.
"თურქეთში გამომავალ გაზეთ "მოლიეთის" ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ თურქეთის მოქალაქე ინიშნება. გაზეთი წერს, რომ ქართულ პოლიტიკაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც მთავრობის წევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სალომე ზურაბიშვილის, როგორც საფრანგეთის და გრიგოლ ვაშაძის, როგორც რუსეთის მოქალაქის მაგალითები მოჰყავს.
გარდა ამისა, გაზეთი წერს, რომ ახალდანიშნულ მოადგილეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან. "მისი დანიშვნა კი საბოლოოდ რამდენიმე დღის წინ საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუს ვიზიტისას გადაწყდა", - წერს "რეზონანსი".
სტატიის ავტორის ინფორმაციით, ორჰან ბოსკანი თავისი პანთურქული მისწრაფებებითაა ცნობილი და 2008 წლის ომის დროს აქტიურად ითხოვდა თურქეთის ჩართვას საქართველო-რუსეთის ომში და აჭარაში თურქული ჯარის ნაწილების შესვლას.
"თურქული გამოცემა წერს, რომ კალაძესა და ბოსკანის მეგობრობა ენერგეტიკის სფეროში არსებული ბიზნესიდან დაიწყო და როდესაც კალაძის ენერგეტიკის მინისტრტად დანიშვნის შემდეგ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის შესაბამისად, მის კომპანია "კალა კაპიტალს" ენერგეტიკულ სფეროში ჩადებული აქციების გასხვისება მოუწია, სს "საქჰიდრომშენის" აქციათა 45 % წილის დიდი ნაწილი სწორედ ენერგო და ბუნებრივბი რესურსების სფეროში მოქმედ თურქულ Agaglu Group-ის შვილობის კომპანიაზე Optimum Enerji Uretim A.S – ზე გასხვისდა. ამ კომპანიის დამფუძნებლად კი სწორედ ორჰან ბოსკანი სახელდება", - წერს ქართული მედია.
გარდა ამისა, "რეზონანსის" ცნობით, ბოსკანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს მას 2008 წლის ომამდე საქართველოს პრეზიდენტმა თავად გადასცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100