სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაღოველის საპატიო ტიტულის მონიჭების ნაცვლად თინა ხიდაშელი ჯობდა აღშფოთებულიყო

პარლამენტარი გიორგი კანდელაკი საკრებულოს დეპუტატების დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ფესიბუქზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

“როცა თინა ხიდაშელს ევროსაბჭოში კითხეს რას ფიქრობდა ოცნების მიერ არჩევნების გვერდის ავლით ადგილობრივი ხელისუფლების დაპატრონებაზე მან უპასუხა რომ "ადგილობრივ ლიდერებს უყვართ ძალაუფლება და ეს ბუნებრივი პროცესია."

ივანიშვილის კარზე გავლენისთვის ფეოდალურ სტილში მოპაექრე ინწელიგენციის მიერ იაღოველის საპატიო ტიტულის მონიჭების ნაცვლად მორალის კითხვის მოყვარული ქალბატონი თინა ხომ არ ჯობდა აღშფოთებულიყო დღეს საკრებულოს ხუთი წევრის ფინანსურში დაბარებაზე საკრებულოს სხდომისვე დროს? თუ ესეც ბუნებრივი პროცესია? ალბათ ისიც ბუნებრივია, რომ საკრებულოს იმ წევრების მიმართ რომელთაც შანტაჟის, სისხლის სამართლებრივი დევნისა თუ ხელების გადაგრეხვის სხვა მეთოდების ამუშავების შედეგად შეიცვალეს პოლიტიკური პოზიცია დევნა უმალ შწეყდა?

ალბათ ისიც ბუნებრივია რომ საკრებულოზე შეტევის გავეშება დასავლურ წითელ პარასკევს ხდება როცა ყველა საელჩო დახურულია და დასავლურ დედაქალაქებშიც უქმე დღეა. სამაგიეროდ ჩოხების და პრეზერვატივების კანონი ხომ მივიღეთ. მალე დომინოს ქვე-კომისიასაც შევქმნით.-წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში

თბილისის საკრებულოს 6 წევრი საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 3 საათისთვის ელოდებიან. მათ მოწმის სტატუსით დაკითხავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ავრცელებს. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ მათთვის დეტალები უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით აქვთ კითხვები სამართალდამცველებს. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100