სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი 19 აპრილის აქციაზე ბიძინა ივანიშვილს ეპატიჟება

ვანო მერაბიშვილი 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს ეპატიჟება.
როგორც "პირველი რადიოსათვის" მიცემულ ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, 19 აპრილის აქცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და თუ ამ აქციაზე ბიძინა ივანიშვილი მივა ტრიბუნას დაუთმობენ.
"თუ ხელისუფელბას უნდა შეგვეჯიბროს მომხრეების რაოდენობაში ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი მომხრე ჰყავს ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" და ამას მე ვაღიარებ. ჩვენ 19-ში გვინდა გამოვიდეთ და ის ხალხი, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს მომავალი და დავაფიქსიროთ ჩვენი მომავალი დომოკრატია, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა . ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმიართული აქცია. ეს არის საქართველოს ევროპის გზის, საქარველოში უსამართლობის არ დაშვებისკენ მიმართული აქცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ იმდენი ადამინი მოვა, რომ ივანიშვილი ვეღარ იტყვის, რომ იქ არის 350 კაცი. მე პირადად მინდა გითხრათ, რომ ამ აქციაზე ივანიშვილიც, რომ მოვიდეს ჩვენ მას ტრიბუნას დავუთმობთ"-განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100