სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: „ოლეგ იაძეს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ...“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "კასპის გამგებელი ოლეგ იაძე კარგი პიროვნებაა". ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ოლეგ იაძემ ნამდვილად განაცხადა, რომ მე პატარა ბიძინა ვარო, ჯერ დიდი რას აკეთებს, რომ პატარამ გააკეთოს, რომ ასეთი რამ დავიბრალოთ. მე მას ვიცნობ და კარგ პიროვნებად მიმაჩნია. უბრალოდ მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს,მაგრამ ძალიან კაცურად მოიქცა არჩევნების პროცესში.რაც შეეხება პოლიტიკურ გამოცდილებას, ალბათ, ამ საკითხის დარეგულირება უახლოეს მომავალში მოხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100