სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: „ძალიან ცუდია, თუ ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა ჩააბარა ფოთი“

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუკი ეკა ბესელია ამბობს, რომ მას ფოთი ჩააბარეს, ეს პარტიიდან მის გასარიცხად საკმარისი იქნება.

ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, tspress-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის ინფორმაციითაც, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს ფოთში ერთპიროვნულად დანიშნოს ან გაათავისუფლოს ვინმე, ჩაერიოს ბიუჯეტის ფორმირებაში, დაკავებაში, აკონტროლებს მერიას, საკრებულოს და იქ მისი რეკომენდაციებით ინიშნებიან ადამიანები.

"რეკომენდაციის გაწევა, ალბათ, მისაღებია, მაგრამ მართვას თუ ეს ქალბატონი ახერხებს, ეს ძალიან ცუდია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, თუ ბესელია მართლაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ფოთი.

"ჩემი არაა ფოთი, რომ ჩავაბარო და არც საქართველო არ არის და რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა იგულისხმებოდეს. როგორ ვიკადრებ, რომ ვთქვა, ჩავაბარე ვინმეს ის, რაც ჩემი არაა? თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ, რომ ბესელია ამბობს, რომ მას ჩააბარეს ფოთი, საკმარისი იქნება, რომ ის პარტიიდან გაირიცხება. თუ ფაქტი გაქვთ, რომ მაჩვენოთ, ის გაირიცხება გუნდიდან. როგორ შეიძლება, ეს არის ამაზრზენი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ბესელია ამას პირად საუბრებში ამბობს, პრემიერ-მინისტრმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა, რადგან ეს სერიოზული ბრალდებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100