სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანია, გერმანიის ელჩს საქართველოში ბეთინა კადენბახს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, გერმანიის ელჩს საქართველოში ბეთინა კადენბახს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე სხვადასხვა საკითხები განიხილეს და გერმანიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე იმსჯელეს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გერმანული გამოცდილება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გამწვანების კუთხით საინტერესოა. მისივე განცხადებით ამ მიმართულებით მუშაობა და თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "მომავლის ქალაქის" პროექტი, რომლის კონცეფციაზეც ჩვენ გერმანელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ასევე ვისაუბრეთ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებულ თემებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებზე, ბერლინის მერიასთან თანამშრომლობაზე, რაც ჩვენ სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დავიწყეთ. ხაზი გავუსვი განსაკუთრებით იმას, რომ გერმანული გამოცდილება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გამწვანების კუთხით საინტერესოა და მომავალში ამ თვალსაზრისით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობასა და თანამშრომლობას”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

„საქართველოში ყოველ ჩემს ჩამოსვლაზე, ქალაქში დინამიურ და დადებით განვითარებას ვხედავ. ვიმსჯელეთ საერთო პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ, ასევე ვისაუბრეთ ბერლინზე, რომელიც მწვანე და სამაგალითო ქალაქია და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, სად და რომელ დარგებში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ბეთინა კადენბახმა.

ბეთინა კადენბახი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას საქართველოში 2015 წლის 15 ივლისიდან წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100