სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმხილველი: ახალგაზრდა ბიჭს მეტროში ხელი ჰკრეს, კაცს მატარებელმა გადაუარა

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - როგორც თვითმხილველები ადგილზე მყოფ "პირველების" კორესპოდენტს უყვებიან, მაშველებმა ლიანდაგიდან ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიტანეს.

თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ახალგაზრდას ხელი ჰკრა. კაცი ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა.

მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

განახლაბა: "პირველების" კორესპოდენტი ამბობს, რომ პოლიციას ერთი მოქალაქე სპეციალურ ოთახში ჰყავთ შეყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100