იდენტიფიცირებულია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ხალხს რეიდებს უწყობს, სახლებთან უსაფრდება და აკავებს
იდენტიფიცირებულია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ხალხს რეიდებს უწყობს, სახლებთან უსაფრდება და აკავებს. მათ შორის ამოცნობილია რამაზ თათარაშვილი - ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს შეფი და ყოფილი სპეცრაზმელი.
მისი მფარველი სისტემაში "ტვ პირველის" ინფორმაციით, მინისტრ გომელაურის მოადგილე, შალვა ბედოიძეა.
"პირველების" ინფორმაციით, ჩასაფრებით მომიტინგეებზე ნადირობის ოპერაციაში თანამონაწილეობს ბედოიძის კიდევ ერთი კადრი - ის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს უფროსი, გიორგი გენგაშვილია, რომელიც "ტვ პირველის" მიერ მოპოვებულ კადრებში პირდაპირ ჩანს.
თბილისში 01:30-01:45 საათის შუალედში პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, კიდევ, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავა.
ორივე პოლიციელი ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს.
კომენტარი