მოთხოვნა შესრულებულია - ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
"ქართული ოცნების" პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა - აღნიშნულის შესახებ ერთპარტიიული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე იმსჯელეს.
„ქართული ოცნება“ დაეთანხმა მათი რვა თანაგუნდელის მოთხოვნას, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტსი გაუქმებოდათ სადეპუტატო მანდატები.
საპარლამენტო მანდატები გაუუქმდათ:
ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილსა და მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეს.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა თანხმობა უფლებამოსილების შეწყვეტაზე. კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის, მეხუთე პუნქტის შესაბამისდ, პარლამენტის წევრს, ბიძინა ივანიშვილს, ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თითქმის ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება დევს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა "ოცნება" მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
კომენტარი