სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გიორგი ახობაძე პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გიორგი ახობაძე პატიმრობაში გაუშვა - ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ექიმი, რომელიც "ოცნების" პოლიტიკას და ანტიდასავლურ კურსს ღიად აპროტესტესტება საჯარო პოსტებით და აქციაზე დგომით, საკანში უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი გიორგი ახობაძე 2 დღის ძალის გამოყენებით დააკავეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მას დაკავების პროცესში ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ექიმს ნარკოტიკული საშუაალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ახობაძეს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100