სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნენ - მძიმედ დაშავდა ოპერატორი

რამდენიმე წუთის წინ, ბესიკის ქუჩის ოთხ ნომერში, "შააბათის ეთერის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნან. ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენშნება.

გატაცებულია "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა.

მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით"- ამბობს მაკა ჩიხლაძე.

ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული ამბობს, რომ მას რამდენიმე ზონდერი ერთდროულად წიხლს ურტყამდა.

კადრებით დასტურდება, რომ ჯგუფური ანგარიშსწორების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

თავდასხმამდე "შაბათის ეთერის" რეპორტიორები აშუქებდნენ შავებში ჩაცმულ ჯგუფებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ამასთან, თავადასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, "შაბათის ეთერს" ინფორმირებულმა წყარომ მაიწოდა ინფორმაცია, რომ აქციაზე მიმავალ ახალგაზრდებს სასტიკად კერძო დაცვის თანამშრომლები სუს-ის უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან. წყარო სისტემიდან ამბობს, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან ახობაძემ კერძო დაცვის სამსახურის, სპორტული აღნაგობის თანამშრომლები დაიბარა და მომიტინგეების განეიტრალების დავალება პირადად მისცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100