სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლჩაქცევები სხეულზე , გატეხილი ცხვირი - აქციაზე დაკავებულები კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

28 ნოემბრის სისხლიან ღამეს დაკავებულები უფლებადამცველებს სასტიკი ანგარიშსწორების დეტალებს უყვებიან - მათი თქმით, სპეცრაზმელები სახესა და თვალებში გამეტებით ურტყამდნენ.

დაკავებულები ადვოკატებს ეუბნებიან, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი საპოლიციო მანქანებშიც გახდნენ. დაკავებულია 43 მომიტინგე. ზოგოერთი მათგანი იმდენად მძიმედაა, რომ ადვოკატები მათ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ასეთი მოთხოვნა უკვე გააჟღერა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, ქეთი წიწუაშვილმა.

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლისა და დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, მას დაზიანებები ვიზუალურად აღენიშნება.

უფლებადამცველის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ დაზიანებები სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიაყენეს. დაკავებულს თვალზე სისხლჩაქცევები აქვს და ცხვირი გატეხილი აქვს.

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაყვანა დასჭიედა კიდევ ერთ დაშავებულს - ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100