უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე- უკრაინის საგარეო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ.
ამასთან, უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი
საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია. ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი, და დაუბრუნდეს ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი