news.ge

2012-03-23 23:42:18
კახა კუკავა: საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს

კახა კუკავა ამბობს, რომ საქართველოს არ სჭირდება ნატო-ში ინტეგრაცია, საქართველომ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია მოახდინოს. კუკავა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთს სპეციალური წინადადებით მიმართოს - უარი თქვას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ. კუკავას თქმით, ამას რუსეთი დათანხმდება. თუმცა მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან სულ სხვა კურსი აქვს არჩეული. ის ცდილობს ნატო-ში შესვლას და ამავდროულად, ოკუპირებული რეგიონების დათმობასაც არ აპირებს.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პატარაკვლევაც ჩაატარა. მომხმარებლებს პოლიტიკოსმა შემდეგი კითხვით მიმართა: საქართველომ უარი უნდა თქვას თუ არა ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ. შედეგები ასე გამოიყურება: 112 ადამიანი დადებით პასუხს იძლევა, 8 უარყოფითს , 2-მა თავი შეიკავა და ვფიქრობ ეს შედეგები ბევრად ახლოსაა ქართული საზოგადოების განწყობასთან - განაცხადა კუკავამ.

წყარო