დრონი.ჯი

2016-12-06 12:08:04
თამუნა ლეკვეიშვილი გირშელის გარდაცვალებაზე: დილიდან დამძიმებული მაქვს გული...

ხმის რეჟისორი, "ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი წევრი, მოცეკვავე და მუსიკოსი კახაბერ ხოშტარია სოციალური ქსელით ეხმიანება მუსიკოსის გირშელ ჯავახიშვილის გარდაცვალებას: გირშელ.... ნათელში გამყოფოს ღმერთმა.....- წერს კახაბერი და ფოტოსაც აქვეყნებს. პოსტზე არის "კომედი შოუს" მსახიობის თამუნა ლეკვეიშვილის კომენტარიც:  დილიდან დამძიმებული მაქვს გული...შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ის 37 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეა.პიანისტი ხუთი წელი ებრძოდა სენს.გირშელი საზოგადოებას "ვანოს შოუდან" ახსოვს. ის წლების განმავლობაში შოუს ბენდის ხელმძღვანელი იყო.