მარკ შეიდერი

2011-11-12 23:05:38
საშუალო სექსუალური აქტივობის ქალები თავიანთი ცხოვრების100 საათს ორგაზმში ატარებენ

ფრანგმა მეცნიერებმა ამ დღეებში ფრიად უცნაური და საინტერესო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. მათ შეისწავლეს 70 წელს მიღწეული 2.000-ზე მეტი ქალი, რომლებმაც სექსუალური ცხოვრება სრულწლოვანების ასაკიდან დაიწყეს და რომელთა აქტივობა არც მაღალი იყო და არც დაბალი.

როგორც ცნობილია, ადამიანი თავისი ცხოვრების თითქმის მესამედს ძილში ატარებს. წლების დიდი ნაწილი მოდის გზაზე, აბაზანაში, ჭამაში და სამსახურში გატარებული დროზე. ფრანგ მეცნიერებს ამჯერად აინტერესებდათ არა ის, თუ რა დროს ატარებს ქალი ან მამაკაცი სექსუალურ აქტებსა თუ მოქმედებებში, არამედ ის, თუ რა წილი უჭირავს ქალების ცხოვრებაში ორგაზმში გატარებულ დროს.

აღმოჩნდა, რომ საშუალო სექსუალური აქტივობის, 70 წელს გადაცილებული ქალები ორგაზმში თავიანთი ცხოვრების 100 საათს ატარებენ. რა თქმა უნდა, არიან აქტიურებიც და ჰიპერაქტიურებიც, რომლებთან მიმართებაში ეს დრო ორმაგდება და, ზოგჯერ, სამმაგდება კიდეც, მაგრამ საშუალო მონაცემები სწორედ ასე გამოიყურება: 100 საათი 70-80 წლის განმავლობაში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არც ისე ცოტა დროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალის ერთჯერადი ორგაზმი დაახლოებით ერთ წუთს გრძელდება, თუმცა, იმის გათვალისწინებაც საჭიროა, რომ ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, ერთი სექსუალური აქტის დროს ორგაზმის მიღწევა რამდენჯერმე შეუძლიათ.

საინტერესოა, საქართველოში რომ მსგავსი კვლევა ჩატარდეს, ჯერ ერთი, რამდენი ქალი დათანხმდება, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში და მერე, რა მაჩვენებელი იქნება საათებში, მაშინ, როცა, როგორც წესი, ის ქართველი ქალები, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს 70-წლიან ზღვარს, სექსუალურ ცხოვრებას გვიანდელ ასაკში იწყებდნენ და მათ უმრავლესობას, ისევ მათივე აღიარებით, პარტნიორთან (ძირითადად, მეუღლესთან) მარავალწლიანი თანაცხოვრების მანძილზე საერთოდ არ განუცდია ორგაზმი...