დრონი.ჯი

2016-12-23 15:06:29
მენსტრუაციის დროს ქალებს ბოსელში ამწყვდევენ, რასაც 15 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა

ნეპალის დასავლეთით, სოფელ გაჰრაში 15 წლის როშან ტირუვა

გარდაიცვალა ქოხში, სადაც მას მენსტრუაციის დროს ცხოვრებას აიძულებდნენ. გოგონას ცხედარი

მამამ იპოვა დილით. ღამე როშანს ცეცხლი დაუნთია, რათა არ გაყინულიყო, ჭვარტლმა და კვამლმა

კი გოგონა გაგუდა. ნეპალიში მენსტრუაციისთვის განკუთვნილი ქოხები ტრადიციულია და თვიურის

დროს გოგონებს იქ ცხოვრებას აიძულებენ. სამწუხაროდ, ეს საცხოვრებლები ბოსელზე უარესია

და ყველა ქალი მენსტრუაციის დროს ძალიან იტანჯება. ტრადიცია კი მამაკაცების შეხედულებიდან

მოდის, რომლებიც ქალებს თვიურის დროს საკმაოდ ბინძურებად მიიჩნევენ. როშან ტირუვა კი

დეკემბერში უკვე მეორე გარდაცვლილია, რომელიც ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო სიბინძურესა

და სიცივეში დაიღუპა.