ელა ლიონიძე

2012-12-27 02:21:01
ინტერვიუ გიორგი ვარდოსანიძესთან

ქართულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ის ლევან ხომერიკის განსახიერების შემდეგ შეიყვარა, თუმცა „ცეკვავენ ვარკვლავებმა“ გიორგი ვარდოსანიძის პოპულარობა და თაყვანისმცემლების რაოდენობა თვალშისაცემად გაზარდა. რეიტინგული შოუს გამორჩეულ მონაწილესა და ქართველი გოგონების გულთამპყრობელ მსახიობთან დღეს droni.ge-მ სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა.

 

როგორი გრძნობაა როდესაც ხალხის სიყვარულს გრძნობ და ზედიზედ 2-ჯერ სახელდები სმს-ლიდერად?

ემოცია იყო ძაან მაგარი, იმიტომ რომ ლამის დავლეწეთ ის კიბეები მე და სალომემ, ვართ ბედნიერები დღესაც, ახლა ახალ ცეკვაზე ვმუშაობთ და ჯერ  კიდევ არ გვჯერა  ბოლომდე, რომ ფინალისტები ვართ.  რათქმაუნდა ძალიან მაგარია, როდესაც ამდენ ადამიანს უყვარხარ და გასახელებენ სმს-ლიდერად, ძალიან გამიხარდა და მთელი გულით  ვუხდი ყველას მადლობას.

 

რა გზის გავლა მოგიწია პირველი ტურიდან ფინალამდე და რამდენად რთული იყო ეს ეტაპი?

ძლიან ბევრი დაბრკოლება გამოვიარე, ძალიან ვწვალობდით და ყოველ ცეკვაში ძალიან ბევრი ჩავდეთ, ჯერ მარტო 20 კილო დავიკელი, მოვკვდით, ყველას ნევროზი გვაქვს აკიდებული, მაგრამ ეს 4 თვე ნამდვილად ღირდა წვალებად, რადგან უკვე ფინალისტი ვარ და ბოლო-ბოლო ერთი ბრძოლაღაა დარჩენილი.

 

ძალიან კარგად ცეკვავ და  გქონდა თუ არა მანამდე ამ სფეროში გამოცდილება?

არა არანაირი გამოცდილება არ მქონდა, არ დავდიოდი არცერთ ცეკვაზე, უბრალოდ ერთი პერიოდი ვცეკვავდი სხვადასხვა მომღერლის ბექებში , მაგრამ ეს იყო მხოლოდ თეატრალური გაფორმება. ერთადერთი ეს გამოცდილება მქონდა.

 

როგორია იყო სალომე ჭაჭუას პარტნიორი?

ძალიან რთულია, როდესაც სალომე ცეკვავს შენ ვინმემ შემოგხედოს და ყურადღება მიიქციო, მაგრამ სალომე არის იმდენად კარგი ადამიანი და იმდენად მაგარი პედაგოგია, ძალიან  კარგად მიხსნის და მასწავლის, ამიტომაც  ნამდვილად გამიმართლა, რომ სწორედ სალომე აღმოჩნდა ჩემი მეწყვილე.

 

ამ შოუს შემდეგ შენმა პოპულარობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიღწია, შენი აზრით რით დაიმსახურე მაყურებელმა ასეთი სიყავრული?

წარმოდგენა არ მაქვს, არანაირი განსაკუთრებული ფორმულა არ გამაჩნია, ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ამას ნამდვილად  ვგრძნობ. ალბათ, როდესაც ხალხი შენს შრომას უყურებს და საქმისადმი შენს გულწრფელ დამოკიდებულებას,  ამ ყველაფრის შემდეგ დადებითი გრძნობა ჩნდება და სიყვარულის დოზა იმატებს და პატივისცემაც. ალბათ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, რადგან განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მე ასეთი ვარ და ვიყავი მუდამ და ასეთი დავრჩები ალბათ ყოველთვის.

 

გიორგი ვარდოსანიძე იქცა თინეიჯერი გოგონების „კუმირად“.  რა თვისებები უნდა ჰქონდეს გოგოს, რომ თავი მოგაწონოს?

ნამდვილად არ გამჩნია სტერეოტიპი, თუ  როგორი გოგონები მომწონს, კარგი გოგონები მომწონს, ჩემი შეყვერებული როგორიც არის ისეთი კარგი გოგონები. კეთილი, კარგი იუმორის გრძნობით და იმ ფასეულობებით, რომელი ფასეულობებიც ჩემთვის ფასეულია. მეტი  დამერწმუნეთ არაფერია საჭირო და ამას დამატებული კიდევ ვიზუალი, რომელიც ჩემს შეყვარებულს საბედნიეროდ კარგი აქვს და ყველაფერი ეს ქმნის იმ ადამინს, რომელიც მე მიყვარს და ვგიჯდები.

 

რაც შეეხება ფინალს, როგორ აფასებ საკუთარ შანსებს რუსკასთან მიმართებაში?

მე თავიდანვე ვიძახდი, რომ რუსკა ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგიათქო და ასე აგიხდა ყველაფერი, სწორედ მე და რუსკა მოვხდით ფინალში. შანსებს რაც შეეხება მართლა 50-50 ზეა, იმიტომ,  რომ მე და რუსკა ერთ დროს შეგვიყვარა ერთი სერიალიდან ხალხმა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თანაბარი ბრძოლა იქნება.