ანა ცარიტოვა

2014-06-26 16:27:25
ბრედ პიტი ჯორჯ კლუნის მეჯვარე იქნება. გაინტერესებთ მოახლოებული ქორწილის სხვა დეტალები?

ბრედ პიტი ჯორჯ კლუნის მეჯვარე იქნება. ამ ინფორმაციას

უცხოური მედია ავრცელებს.

ჯორჯისა და ამალ ალამუდინის

ქორწილის დეტალები მსახიობის დეიდამ გაახმაურა, წყვილი ჯვარს იტალიაში დაიწერს, ცერემონია

ჯორჯ კლუნის ვილაში გაიმართება, რომელიც კამოს კუნძულზე მდებარეობს.

სპეციალურად ქორწილისთვის

ქალაქის ხელმძღვანელობა და პოლიცია ვილას გაძლიერებულ დაცვას მიუჩენ, რათა სიძე-პატარძალი

და მათი სტუმრები პაპარაცებმა და ფანებმა არ შეაწუხონ. დაუპატიჟებელი სტუმრები სახლთან

100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოების შემთხვევაში 500 ევროთი დაჯარიმდებიან.