droni.ge

2013-05-29 13:12:04
ბიზნეს-ლედი თუ დიასახლისი - როგორია მამაკაცის არჩევანი?

უმუშევარი ცოლი, რომელიც

უვლის სახლს

და ბავშვებს

– იშვიათი ქალი

თუ აირჩევს

თავისთვის ასეთ

გზას. მაგრამ

უფრო გავრცელებული

სურათი მაინც

ასეთია: ქალი

– ოჯახური კერის

მცველია, მყუდროებისა

და სიმშვიდის

განსახიერებაა.

რას ფიქრობენ ამაზე მამაკაცები? ვინ მოსწონთ უფრო მეტად – საქმიანი ქალი თუ დიასახლისი? რა ურჩევნიათ: როცა ცოლი სამსახურში ათენ-აღამებს, თუ როცა ოთხ კედელშია და სახლს აკეთილშობილებს.

ეს ორი უკიდურესობაა, რომელთაგან ერთს ვინმე აუცილებლად გადაეყრება. როგორ ექცევიან მამაკაცები დიასახლის ცოლებს? ვინ არის მამაკაცისთვის ასეთი ქალი: ჭურჭლის მრეცხავი, სარეცხი მანქანა, სამზარეულოს ქურა, მტვერსასრუტი ქალის სხეულში, თუ საუკეთესო ქალი?

რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე საერთო-მამაკაცური პასუხის გაცემისთვის თავს ვერ გამოვიდებთ, ეს ალბათ დიდი გამოკითხვის შედეგით უნდა შეფასდეს. მაგრამ ერთი კონკრეტული სუბიექტის აზრს კი მოგახსენებთ ინტერესისა და განსჯისათვის. მაშ ასე, რას ფიქრობს ბატონი G:

"რა თქმა უნდა, იდეალში ცოლი ზომიერად თავისუფალი, ჭკვიანი უნდა იყოს, გარკვეული წვლილიც უნდა შეჰქონდეს ოჯახურ ბიუჯეტში, ვახშმის მომზადებაც უნდა იცოდეს და ბინის მოწესრიგებაც (რეცხვას ცოდნა აღარ უნდა. მწარე გამოცდილებით ჭკუანასწავლმა მეცნიერმა-მამაკაცებმა ამაზე იზრუნეს და მანქანები მოიგონეს, რომლებიც ამ საქმეს საუკეთესო დიასახლისზე კარგად უმკლავდებიან)."

ეს

იდეალია, მაგრამ ჩვენს განვითარებული ფემინიზმის ხანაშიც კი საკმაოდ ბევრი ქალია, რომელთაც არც მუშაობა სურთ და არც რამეზე უარის თქმა. და მიზნის მისაღწევად საუკუნეებით გაკვალულ გზას ადგებიან – სხვის კმაყოფაზე ცხოვრობენ. ზოგ მათგანს დიასახლისი ჰქვია. იტყვით, რომ კატეგორიული განაცხადია? შესაძლოა. მაგრამ ქალები ხომ თავად აწყობდნენ ერთ დროს მანიფესტაციებს,

თანაბარუფლებიანობას

ითხოვდნენ

და აი, მიიღო კაცმა და ქალმა თანასწორობა. ქალს შეუძლია ფული იშოვოს, ნებისმიერი სამოსი ატაროს (თუმცა კონსერვატულ მუსულმანებს ესეც არ აქვთ), სამსახური ეძებოს, კარიერულ წინსვლაზე იზრუნოს და ა.შ. მაშინ რატომ ხდება ბევრი ქალი დიასახლისი?

თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ზოგი ქალი თავიდანვე სახლში ზის, სერიალებს უყურებს, ფუსფუსებს და უხარია. მეორე კატეგორია კი დიასახლისობას ბავშვის გაჩენის შემდეგ იწყებს იმისთვის, რომ შვილს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს. ახლავე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთქმული მხოლოდ პირველ ვარიანტს ეხებოდა, - ანუ ქალს, რომელიც ცხოვრებისეული გარემოებების მიუხედავად შეგნებულად ირჩევს მაინცდამაინც დიასახლისის როლს. - ნეტავ რად უნდა უნდოდეს მამაკაცს ასეთი ცოლი? რა უბიძგებს ასეთი არჩევანისკენ? აი, რა არის უცნაური ასახსნელი...