ბაკურ სვანიძე

2017-04-05 17:52:40
"შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე"- ეს ლექსი ვნებისგან შეგშლით

შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადესურვილის გამხელა და გათამამებაგინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდედა მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება.სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებსგიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზეშენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებდა მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს.არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდისახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილსმე გათენებამდე არავინ დამიცდისამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში.უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველისშენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველესდაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე.შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთიჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხივიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდიდამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს.ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარსახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლისვიცი რომ შენია სუყველა კოზირიდა მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში.ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევითთითებში ლამაზი სიბილწე იბუდებსტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილსვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს....ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდენელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდებიმარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებთოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების....ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდითქვაზე იხატება დადნობა სხეულისშენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდემე კი გამარჯვება არა მსურს ეული!.ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებსმზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს...შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს –გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!!............შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე...1997(ბაკურ სვანიძე. "ვნების ჯამბაზი")