ელა გოჩიაშვილი

2014-12-22 14:15:53
მიყვარს, შე მართლა რჯულძაღლო! მეტი რა უნდა მჭირდეს!

შენ რომ იბრალებ, იმაში

არ გაგიცვლიან ჩირს;

გასწი ეგ ბოღმა, შენს გაზრდას,

მე საკმარისად მჭირს.

„არა

გჭირსაა?!“ — დამჭყივი,

ჩახმახს მოსინჯავ

ნელიად;

მეტი რა

უნდა მჭირდეს,

გული ისეთი

ძნელია...

ეს ფუფუნება

მაინც მაქვს,

ამსოფლიური, მწირს:

შენ რომ

დგახარ და მიმიზნებ...

მე რომ

ვდგავარ და მჭირს...

„არა

გჭირსაა?!“ — ექოებს

გადააქვთ კიდით

კიდე;

მიყვარს, შე

მართლა რჯულძაღლო!

მეტი რა

უნდა მჭირდეს!

„არა

გჭირსაა?!“ — ხორცს იჭამ,

მურით ითხუპნი

პირს;

ეგღა მაკლია,

გადავრჩე!

საბედნიეროდ, მჭირს!..