ნოდარ ჯალაღონია

2014-11-25 01:53:39
ქალი, რომელიც გიყვარს

ბევრი

იმედი გაწბილდება,

ბევრი

ოცნება გაცივდება...

მაგრამ

არასდროს არ გცილდება -

ქალი,

რომელიც გიყვარს.

 

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,

და სიმარტოვე გაგრძელდება...

მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -

ქალი, რომელიც გიყვარს.

 

წლებმა იციან გამეტება,

სულს ბინდისფერი დაედება...

მაგრამ არასდროს არ ბერდება -

ქალი, რომელიც გიყვარს.

 

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,

მალე ბალახი მოგედება...

მაგრამ არასდროს არ მოკვდება -

ქალი, რომელიც გიყვარს.