თათია სილაგავა

2013-08-26 23:10:45
ლექსი მათ ვინც ბათუმშია და ენატრება

დღეს წვიმა მომკლავს 

მზის სხივების ამბორით დაღლილს. 

თავს ტკივილისგან

სინანულით ბათუმი დახრის.

აჯანყდებიან 

უძლეველნი ზღვაზე ტალღები 

კოკისპირულად 

მე ჩემს ბათუმს მოვენატრები!

დღეს წვიმა მომკლავს, 

თვითონ წვიმად გადავიქცევი! 

მერე, ბათუმო 

ჩემგან ვერსად ვერსად ვერ გაიქცევი!

ჩემი სული კი, 

თან გაყვება თოლიებს ცაში 

მოგევლინებით 

ბათუმის ზღვის სურნელებაში. 

პალმების ყველა ჩასუნთქვაში, 

თოვლში და ქარში.. 

ბათუმის ყველა კუთხე-კუნჭულს 

-ბოლოში, თავში!

არ წყდება წვიმა-

გამეტებით წვეთავს და წვეთავს 

გულს მიჩერებს და 

ამქვეყნიურ ყველა კარს კეტავს.

წვიმის სულელ წვეთს 

ჩემთან გიჟი ფიქრები მოჰყავს 

და მე მგონია, 

ბათუმური დღეს წვიმა მომკლავს!