დრონი.ჯი

2016-08-03 16:04:53
რუსი რაგბისტები მერაბ კვირიკაშვილის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვას ავრცელებენ

რუსული რაგბის კლუბი "ენისეი-სტმ" მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სპორტსმენებმა ქართველი მორაგბისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს. რაგისტები საქართველოს ნაკრების წევრს მხარს უჭერენ, გამაგრებასა და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს  ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. "ნისან ტიდა"-ში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში "იქს-5"-ში მყოფი მგზავრები, მორაგბე მერაბ კვირიკაშილი და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე ცოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.